საწყალოსნო სპორტის სახეობები

საწყალოსნო სახეობათა სპორტული ცენტრი ,,ლიგამუსი” აცხადებს  სპორტულ სექციებში მიღებას სპორტის შემდეგ სახეობებში:
•    წყალბურთი;
•    ცურვა;
•    სინქრონული ცურვა.

ფასიანი სპორტული ჯგუფების დაკომპლექტებისათვის ბავშვები შეირჩევიან შემდეგი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:

წყალბურთი:
•    7- 8  წლამდე - უმცროსი ასაკის  ჯგუფი;
•    8 -10 წლამდე - საშუალო ასაკის ჯგუფი;
•    10-12 წლამდე - საშუალო ასაკის ჯგუფი;
•    12-14 წლამდე - უფროსი ასაკის ჯგუფი.

ცურვა:

•    6-8 წლამდე - უმცროსი ასაკის  ჯგუფი;
•    8-10 წლამდე - საშუალო ასაკის  ჯგუფი;
•    10-12 წლამდე - საშუალო ასაკის ჯგუფი;
•    12-14 წლამდე - უფროსი ასაკის ჯგუფი.

სინქრონული ცურვა:
•     6-8 წლამდე - უმცროსი ასაკის  ჯგუფი;
•    8-10 წლამდე - საშუალო ასაკის  ჯგუფი;
•    10-12 წლამდე - საშუალო ასაკის ჯგუფი;
•    12-14 წლამდე - უფროსი ასაკის ჯგუფი.

საშუალო და უფროს ასაკობრივ ჯგუფებში მიიღებიან  მხოლოდ საცურაო მომზადების კურსგავლილი ბავშვები, უმცროსი ასაკის ჯგუფებში კი ცურვის საწყისების მცოდნენი შეირჩევიან.

სასწავლო - საწვრთნელი პროცესი მოიცავს საერთო ფიზიკურ, სპეციალურ ფიზიკურ და საცურაო მომზადებას. სინქრონული ცურვის სასწავლო - საწვრთნელი პროცესი კი დამატებით - ქორეოგრაფიასა და აკრობატიკას.
საწვრთნელ პროცესს გამოჩენილი ქართველი წყალბურთელები და მწვრთნელები, ცურვისა და სინქრონული ცურვის ყველაზე ცნობილი სპეციალისტები ახორციელებენ.

წვრთნის პროცესში ბავშვები სპორტის ამ სახეობების დაუფლებასთან ერთად ისწავლიან დასახული მიზნის მიღწევასა და სიძნელეების გადალახვას, ჩამოიყალიბებენ მტკიცე ხასიათს.

წყალბურთის გუნდი "ლიგამუსი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული და ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია. მან საქართველოს წყალბურთი ევროლიგაში უნდა წარმოადგინოს. "ლიგამუსის" ახალგაზრდული გუნდი წყალბურთში ასევე საქართველოს ჩემპიონია.

ცენტრის აღსაზრდელებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა, წყალბურთში, ცურვასა და სინქრონულ ცურვაში დაიცვან ეროვნული ნაკრებების და სხვადასხვა ასაკის საქართველოს ნაკრები გუნდების ღირსება.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 391582
მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 6
სპორტ-კომპლექსი ”ქარიშხალა”.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-05-23