ვაკანსია კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე

შპს "დეა კოსმეტიკს", დეკორატიული კოსმეტიკისა და საყოფაცხოვრებლო ქიმიის საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე ქ. თბილისში, 19-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებისათვის.
მცოცავი სამუშაო გრაფიკი: 2 დღე სამუშაო საათები, 2 დღე დასვენება; თვეში 15 დღე სამუშაო, 09.30-საათიდან 21.30-საათამდე.
ხელფასი: 270 ლარი (დამატებით ყოველთვიური მზარდი ბონუსური სისტემა).

ძირითადი მოთხოვნები:


* ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
* სასურველია უცხო ენების ცოდნა
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
* პუნქტუალური
* დაკვირვებული   
* მოწესრიგებული
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარით.

პიროვნული თვისებები:

* კომუნიკაბელური
* ორგანიზებული
* საკუთარი დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV და ფოტოსურათი (ფოტოსურათის გარეშე CV არ მიიღება), შემდეგ მისამართზე: hr@deacosmetics.ge 2014 წლის 08 თებერვლამდე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურსა და რეზიუმეში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-08-21