ბიზნესის სკოლა

ბიზნესის სკოლის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში წარმატებული ადმინისტრირების და/ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ბიზნესის სკოლა სტუდენტს სთავაზობს შეიძინოს:

• დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
• ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი;
• დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოსაცემად საჭირო ცოდნა;
• კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების ანალიზისა და სტრუქტურირების უნარი;
• პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარი;

სასწავლო პროგრამები

ბიზნესის სკოლაში სრულადაა წარმოდგენილი სწავლების ყველა დონე: პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევით მუშაობას.

პირველი წლის განმავლობაში ყველა სტუდენტი გადის ზოგად კურსებს, როგორიცაა: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში; ინგლისური ენა (საბაზისო და შემდეგ ბიზნეს ინგლისურს დონეების მიხედვით); აკადემიური წერა; საინფორმაციო წიგნიერება; მათემატიკა; კომუნიკაციის, დისკუსის და პრეზენტაციის მეთოდები; შესავალი ეკონომიკაში.

მეორე წლიდან ბიზნესის ფაკულტეტზე  სწავლას აგრძელებთ არჩევანის მიხედვით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად:

1.ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე (მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი)

სწავლის დროს სტუდენტს საშუალება ეძლევა, იმუშაოს თანამედროვე ლაბორატორიებში, მიიღოს მონაწილეობა კვლევებში, გაიაროს პრაქტიკა და სტაჟირება მოწინავე ორგანიზაციებსა და ბანკებში.

ბაკალავრიატი

1.ბიზნესის ადმინისტრირება/ტურიზმის მენეჯმენტი).
2.ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)

მაგისტრატურა


1.ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)
2.ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი კურსი)
3.ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმის მენეჯმენტი)

დოქტორანტურა

1. ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის სკოლა  თანამშრომლობს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, როგორიც არის

• ჰარვარდის უნივერსიტეტი
• ლიმერიკის უნივერსიტეტი (ლიმერიკი, ირლანდია);
• მონპელიე 3 (მონპელიე, საფრანგეთი);
• გრონინგენის უნივერსიტეტი (გრონინგენი, ნიდერლანდები);
• ბანკ აუგსკოლა (ლატვია, რიგა);
• სასესქის უნივერსიტეტი (სასესქი, დიდი ბრიტანეთი);
• ემორის უნივერსიტეტი (აშშ) ;
• ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი(პოლონეთი) და სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიზნესის სკოლა
ოთახი:E405, E403,E412
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5,
თბილისი, საქართველო, 0162
ტელ.:2 25 17 32
ელ-ფოსტა: business@iliauni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-05-24