არქოლოგიური მუზეუმი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 2009 წელს უნივერსიტეტის მიერ დედოფლისწყაროს ნაზარლების ნამოსახლარზე, სამაროვანზე და ხორანთის ნაქალაქარზე მოპოვებული მასალებით. მუზეუმს ძირითადად სასწავლო დანიშნულება აქვს და გამიზნულია არქეოლოგიური მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

მუზეუმი განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის მეორე სართულზე (ჩოლოყაშვილის ქ. №3/5).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძიათ დაუკავშირდნენ კოტე ფიცხელაურს, ტელეფონის ნომერზე: 877 14 33 14.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-04-24