სპორტკომპლექსი ქარიშხალა

სპორტული კომპლექსი „ქარიშხალა“ აშენდა 1981 წელს. ძირითადი სპორტული სარბიელი – 25-მეტრიანი საცურაო აუზი,  სპორტთამაშების დარბაზი 60X40, რომლის ტრიბუნა (აივნის ჩათვლით) 500 მაყურებელს იტევს, და კალათბურთის არასტანდარტული დარბაზი - მეორე სართულზეა განთავსებული. ასევე მეორე სართულზეა განთავსებული დარბაზი, რომელიც მოწყობილია საჭიდაო ტატამით და სარკეებიანი კედლებით. მესამე სართულზე მდებარეობს კიდევ ერთი დარბაზი ათლეტიზმისათვის, ზომით 50X35 მეტრი, რომელშიც განთავსებულია 40-მდე დასახელების ტრენაჟორი.

სპორტ-კომპლექსი ქარიშხალა სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ შემდეგი სპორტის სახეობებით: ცურვა, წყალბურთი, კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ძიუდო, კრივი, ძალოსნობა, კარატე და სხვა. გარდა ამისა, კომპლექსში ფუნქციონირებს ფიტნეს-ცენტრიც.

"ქარიშხალა" მდებარეობს თბილისში, მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. № 6. სერვისები და ფასები იხილეთ ბმულზე: >>

მიმაგრებული გალერეა


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-05-24