პალეოურბანისტული ლაბორატორია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტთან შეიქმნა სასწავლო-სამეცნიერო ურბანისტული არქეოლოგიის  მიმართულება: „პალეოურბანისტული კვლევების ლაბორატორია“, რომელსაც პროფესორი გურამ ყიფიანი ხელმძღვანელობს. მიმართულების საბოლოო მიზანია ,,საქართველოს პალეოურბანისტული ატლასის“ შექმნა. ატლასზე დატანილი ყველა ურბანული წარმონაქმნის ლოკალიზაცია უნდა მოხდეს ინტერდისციპლინარული  კვლევებით. ურბანული არქეოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ საისტორიო წყაროებში დასახელებულ ქალაქთა მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაა ნამდვილად ლოკალიზებული.

ურბანული არქეოლოგიის მიმართულება პერიოდულ გამოცემებსაც ითვალისწინებს, ასეთია: „მასალები საქართველოს პალეოურბანისტული ატლასისათვის“.

2011 წლის 9-19 მარტს მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პალეოურბანისტული ექსპედიცია. ექსპედიციის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია 28 აპრილს გაიმართა, მეორე ნაწილისა კი დაგეგმილია 17 მაისს.

ხელმძღვანელი: გურამ ყიფიანი - guram_kipiani@iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-09-02