კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS
გამოცხადდა კონკურსი ERASMUS MUNDUS - ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS ფარგლებში.
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
განაცხადები მიიღება 2012 წლის 20 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი.
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F 315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge).