კლუბის შესახებ
2011 წლის ზაფხულში, სამთო გამყოლთა სკოლის ინიციატივით ჩამოყალიბდა ალპური კლუბი. კლუბის წევრები სისტემატურად ვარჯიშობენ და აქტიურად იღებენ მონაწილეობას ალპინისტურ ექსპედიციებში.
კლუბის წევრები ყოველთვიურად გაივლიან სამთო მოსამზადებელ ვარჯიშებს, როგორიცაა კლდეზე ცოცვა, ყინულზე ცოცვა, თოკთან მუშაობა, უსაფრთხოება, პირველადი დახმარება და ა.შ. მოეწყობა კინოჩვენებები.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. განუსაზღვრელად ასაკისა. ერთადერთი პირობა იქნება კლუბის ყოველთვიური,მცირე საწევრო გადასახადი. ფასი 10 ლარი. ალპურ კლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მისვლა და ანკეტის შევსება.
მისამართი: ჩოლოყაშვილის ქ. N 3/5 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.
ალპური კლუბის დირექტორი- არჩილ ცინცაძე.
ალპური კლუბის დირექტორის მოადგილე- ანნა დულარიძე.
საკონტაქტო მისამართი-alpuriclubi@iliauni.edu.ge
ტელ.: 558.10.80.14 ანნა დულარიძე