იტალიური კულტურის ცენტრი

იტალიური კულტურის ცენტრი შეიქმნა იტალიური იტალიური ასოციაცია ”ეოს”-ისა და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად 2007 წლის ივნისში.

იტალიური კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 3000 დასახელებაზე მეტ იტალიურ წიგნს. ეს ფონდი შეიქმნა სხვადასახვა იტალიური ბიბლიოთეკისა და იტალიის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შემოწირულობების წყალობით და ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის.

ცენტრში არსებობს სხვადასხვა კულტურული პროგრამის ასამოქმედებლად აუცილებელი საშუალებები. აქ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და ზოგადად შემეცნებითი ღონისძიებები, კერძოდ, სემინარები, მოხსენებები, შეხვედრები, პრეზენტაციები. ასევე ხდება იტალიური ფილმების ჩვენება.

იტალიური კულტურის ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან და სხვადასხვა იტალიურ უნივერსიტეტებთან თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებთან. 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე.

ცენტრის მისამართი:
ჩოლოყაშვილის გამზ. 3
კორპ. 3, ოთახი 109
0162 თბილისი
ტელ.: (+995 32) 23 09 25
ელ-ფოსტა: cci.tbilisi@gmail.com
ვებ-გვერდი: http://cci-tbilisi.blogspot.com


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-12-17