ხარმსი

დანიელ ხარმსის (იუვაჩევის) ნოველების მიხედვით

ცნობილი რუსი აბსურდისტი და სიურეალისტი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის დანიელ იუვაჩევის (ხარმსის) ნოველებზე აგებული სპექტაკლი `ხარმსი” თეატრის ფოიეში თამაშდება და ერთგვარი სამაგიდე რეპეტიციების ფორმა აქვს. მაყურებელი თანამონაწილე ხდება იმ შემოქმედებითი პროცესისა, რასაც სპექტაკლზე მუშაობა ჰქვია. მის თვალწინ იქმნება პერსონაჟთა სახეები, ზუსტდება მიზანსცენა. მაყურებელი ხედავს კონფლიქტდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესს. მსახიობები, მხოლოდ სიტყვის მეშვეობით, ცდილობენ ჩაწვდნენ ნაწარმოების ავტორის ჩანაფიქრს და ზუსტად გადმოსცენ სათქმელი.

რეჟისორი: ოთარ ეგაძე

მუსიკალური გაფორმება: დათო ველიჯანაშვილისა

ქორეოგრაფი: არჩილ სოლოღაშვილი

მონაწილეობენ:

მაია გელოვანი, დათო გოცირიძე (რუსთაველის თეატრის მსახიობი), მაკა ძაგანია, დათო ველიჯანაშვილი, თათია ბუაძე, დათო გიგოლაშვილი, თამთა ცინცაძე.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2010 წლის 1 ოქტომბერს.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-06-19