ინსტიტუტის შესახებ

ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიზანია მსოფლიო და საქართველოს სახელოვნებო პრაქტიკისა და თეორიის შესწავლა კვლევისა და პროექტების საფუძველზე, ქართული კულტურის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში და მსოფლიო კულტურის გაცნობა საქართველოში კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, საჯარო ლექციების, გამოფენების, დებატების, ფესტივალების, სხვა და სხვა კრეატიული პროექტების და პუბლიკაციების საშუალებით.

ინსტიტუტი უნდა გადაიქცეს სერიოზულ საერთაშორისო ცენტრად ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის შესწავლაში, მოიზიდოს ერთობლივ კვლევეში უცხოელი კოლეგები და წამყვანი უნივერსიტეტები და სახელოვნებო სკოლები. კვლევებში გათვალისწინებულია მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ჩართვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი პროგრამები ხორციელდება შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

  • საშემსრულებლო ხელოვნების თეორია და პრაქტიკა (მათ შორის დრამატურგია, რეჟისურა და .შ)
  • კინო და მედია კომუნიკაცია
  • კულტურის მენეჯმენტი, კულტურის პოლიტიკა

© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-10-30