სტიპენდიები
სტიპენდია წარჩინებული ბაკალავრებისათვის
პრეზიდენტის სტიპენდია ენიშნებათ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრებს. სტიპენდიის ოდენობა თითოეული სტუდენტისათვის შეადგენს 150 ლარს თვეში.
სტიპენდიანტთა რაოდენობა ყოველ სემესტრულად განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობის მიხედვით (მაგალითად, 2009 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების მიხედვით სტიპენდია დაენიშნა ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის 155 საუკეთესო ბაკალავრს).
რეიტინგი გამოითვლება ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, სემესტრის მანძილზე მიღებული შეფასებათა ჯამის საგნების რაოდენობაზე გაყოფით, ე.წ. საშუალო არითმეტიკულით.
1. რა საშუალო ქულაა საჭირო სტიპენდიის მისაღებად?
წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, სტიპენდიაზე წარსადგენ სტუდენტთა სიაში რა სარეიტინგო ქულა იქნება გამსვლელი. თუმცა ცნობისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ განვლილი სემესტრების რეიტინგის შედეგები: 2009 წლის გაზაფხულის სემესტრი - 89.862, 2009 წლის შემოდგომის სემესტრი - 88.504, 2010 წლის გაზაფხულის სემესტრი - 91.5
2. როდის იწყებს პირველკურსელი სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას?
პირველი წლის სტუდენტებს სტიპენდია ენიშნებათ სწავლების მეორე სემესტრიდან, თუ ისინი პირველი სემესტრის სარეიტინგო შედეგით მოხვდებიან სახელმწიფო სტიპენდიაზე წარდგენილ საუკეთესო სტუდენტთა შორის.
3. როდის იწყებს მობილობით გადმოსული სტუდენტი სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას?
მობილობით გადმოსულ სტუდენტს სტიპენდია ენიშნება ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის გავლის შემდეგ, თუ აღნიშნული სემესტრის სარეიტინგო შედეგით მოხვდება სახელმწიფო სტიპენდიაზე წარდგენილ საუკეთესო სტუდენტთა შორის.
4. როგორ ავიღო კუთვნილი სტიპენდია?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიანტებს სტიპენდია ერიცხებათ „ბაზის ბანკის“ პლასტიკურ ბარათებზე. ბანკი ბარათს ამზადებს უნივერსიტეტის მიერ გადაცემული სიის საფუძველზე. ამიტომ ბარათის ასაღებად ან ვადაგასული ბარათის შესაცვლელად, სასურველია სტუდენტმა მიაკითხოს „ბაზის ბანკის“ სერვისცენტრს (ჭავჭავაძის გამზ. №41) მხოლოდ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ვადის შემდეგ.