თეატრის შესახებ

ილიაუნის თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. 

ილიაუნის თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური განათლების ცენტრის სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია, თუმცა აქ ხშირად ხორციელდება სხვა პროფესიული და ახალგაზრდული თეატრალური პროექტები. სცენა მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროებისადმი მიძღვნილ მასტერკლასებს, რომელთა ფარგლებშიც გამოცდილების გასაზიარებლად მოწვეულნი არიან ცნობილი პიროვნებები.

ილიაუნის თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ყოველთვის არიან დაკავებულები უნივერსიტეტის სტუდენტები და კურდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან. 

საუნივერსიტეტო თეატრმა პირველი სეზონი 2010 წლის 30 სექტემბერს გახსნა ა. ცაგარელის ვოდევილით „ჭკუისა მჭირს!“ (რეჟისორი ოთარ ეგაძე). დღესდღეობით თეატრის რეპერტუარშია: დ. იუვაჩევიჩის ნოველების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ხარმსი“, ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის ბულვარული კომედიის მიხედვით განხორციელებული ”ინსტინქტი”, სტუდენტური თეატრალიზებული კონცერტი ”არიქა დო ვარიქა”, ლალი კეკელიძის ”კომედია ტრაგედიაზე, ანუ „ЧАЙКА“ ПО ГРУЗИНСКИ ВО ВРЕМЯ РУССКОГО ЧАЕПИТИЯ” და სხვა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე პრემიერა.

თეატრი წარმოდგენებს მართავს კვირაში ოთხჯერ: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. სპექტაკლების დაწყების დროა 20:00 საათი.

აფიშა, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე>>

ბილეთები იყიდება როგორც თეატრის სალაროში, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში და ინტერნეტის საშუალებით.

ინტერნეტის საშუალებით ბილეთების შესაძენად, მიჰყევით ბმულს >>>

ილიაუნის თეატრის ვებ–გვერდზე გადასასვლელად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს >>

თეატრის მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32. ტელ.: 229-47-15; theatre@iliauni.edu.ge

დაგვიკავშირდით აგრეთვე FACEBOOK-ის საშუალებით:

1. facebook.com/iliaunitheatre

2. facebook.com/iliaunis.theatre

ასევე იხილოთ ილიაუნის თეატრის გვერდი TWITTER-სა და YOUTUBE-ზე


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-11-26