კულტურისა და სპორტის განყოფილება

განყოფილების უფროსი და თანამშრომლები კოორდინაციას უწევენ მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს (ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.).

განყოფილება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა კულტურულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად სტუდენტებს უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით სთავაზობს მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების ბილეთებს და ამით ცდილობს სტუდენტური ცხოვრება უფრო ლამაზი, საინტერესო და სახალისო გახადოს.

იმისათვის, რომ დეპარტამენტი „სტუდენტური სერვის-ცენტრი“ გახდეს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი და ყოველდღიურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღოთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული სიახლეების შესახებ, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია სტუდენტური სერვის-ცენტრში. რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათებში, ოთახი № C 219, თან იქონიეთ სტუდბილეთი.

გამოიყენეთ უნივერსიტეტში სწავლების დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები როგორც აკადემიურ, აგრეთვე არააკადემიური მიმართულებით. ჩვენი დეპარტამენტი მაქსიმალურ დახმარებას აღმოგიჩენთ,  დაინტერესების შემთხვევაში. დეპარტამენტის მუშაობა პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს აქტიურობაზე. ამდენად, გთხოვთ იაქტიუროთ და დაგვეხმაროთ ჩვენ, რათა შევძლოთ თქვენი დახმარება.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-09-02