თეატრალური ცენტრი

თეატრალური ცენტრის მიზანია, აღზარდოს ქართული თეატრის მომავალი პროფესიონალი მსახიობები, რეჟისორები და სცენოგრაფები.

ორი საბაკალავრო ძირითადი (MAJOR) პროგრამა:

1. თეატრალური ხელოვნება, ორი კონცენტრაციით

  • სამსახიობო ხელოვნება
  • დრამის რეჟისურა

პროგრამის მიზნებია:

  • მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა ზოგადად თეატრალური ხელოვნების შესახებ, ერთ-ერთი მიმართულების – სამსახიობო ხელოვნება ან დრამის რეჟისურა – არჩევის შემდეგ კი  – შედარებით ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა არჩეული მიმართულებით;
  • შეასწავლოს სტუდენტს თეატრალური ხელოვნება ფართო ისტორიულ, სოციოლოგიურ, ესთეტიკურ და ანალიტიკურ კონტექსტში;
  • მისცეს მას სოლიდური აკადემიური ბაზა: გააცნოს თეატრის თეორიული საფუძვლები, ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები საშემსრულებლო და კრეატიულ ჭრილში;
  • გააცნობიერებინოს სტუდენტს თეატრი, როგორც ინტერ- და მულტიდისციპლინური და მულტიკულტურული ხელოვნება;
  • გააღვივოს სტუდენტის კრეატიულობა, განავითაროს მისი ანალიტიკური აზროვნება, და მისცეს მას მრავალმხრივი პრაქტიკული უნარები;
  • გააცნოს სტუდენტს ტექნოლოგიის (ხმა, განათება, პროექცია და ა.შ.) მზარდი როლი თანამედროვე თეატრში;
  • მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს თეატრი სტუდენტების ფართო წრისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფორმალური თეატრალური განათლება არა აქვს.

ამასთან, პროგრამას განეკუთვნება ბაკალავრიატის საბაზისო მოდული, რომელიც მიმართულია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

2. მულტიმედიური სცენოგრაფია, ორი კონცენტრაციით

  • ვირტუალური სცენოგრაფია
  • ვირტუალური კინეტიკური სცენოგრაფია

ამ პროგრამის მიზნებია:

  • მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა მულტიმედიური სცენოგრაფიაში, ერთ-ერთ შერჩეულ სფეროში - ვირტუალური სცენოგრაფია ან ვირტუალური კინეტიკური სცენოგრაფია - კი შედარებით ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
  • შეასწავლოს სტუდენტს მულტიმედიური სცენოგრაფიის ხელოვნება ფართო ისტორიულ, ესთეტიკურ და ანალიტიკურ კონტექსტში. გააცნოს ამ დარგის  თეორიული საფუძვლები, ძირითადი პრინციპები და კვლევის მეთოდები.
  • გააცნობიერებინოს სტუდენტს მულტიმედიური სცენოგრაფია, როგორც ინტერ- და მულტიდისციპლინური, ინტერნაციონალური და მულტიკულტურული ხელოვნება, რომელიც  ერთდროულად შედგება ხელოვნებისა /ვიზუალური, თეატრალური, კინო-ტელე / და ტექნოლოგიებისაგან /კომპიუტერული, კინეტიკური, ლაზერული და ა. შ./.
  • გააღვივოს სტუდენტის შემოქმედებითობა, განავითაროს მისი ანალიტიკური აზროვნება, და მისცეს მას მრავალმხრივი პრაქტიკული უნარები.
  • გააცნოს სტუდენტს ციფრული ტექნოლოგიები და მათი გადამწყვეტი როლი მულტიმედიური სცენოგრაფიის ჩამოყალიბებასა და მის  სხვადასხვა დარგების განვითარებაში.
  • მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მულტიმედიური სცენოგრაფია სტუდენტების ფართო წრისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფორმალური სახვითი თუ მულტიმედიური განათლება არა აქვს.
  • განავითაროს საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში მულტიმედიური სცენოგრაფია და მისი მიმართულებები, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიო მულტიმედიურ კულტურაში.

და ორი საბაკალავრო მეორადი (MINOR) პროგრამა

  1. თეატრალური ხელოვნება ერთი კონცენტრაციით - სამსახიობო ხელოვნება
  2. მულტიმედიური სცენოგრაფია
საბაკალავრო პროგრამების (ძირითადი და მეორე) აღწერისა და კურსების ჩამონათვალის სანახავად, გთხოვთ, იხილეთ ბმული >>

ცენტრში მოწვეულნი არიან პროფესიონალი პედაგოგები, მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც უძღვებიან ძირითად პრაქტიკულ და თეორიულ დისციპლინებს:

სამსახიობო ისტატობის პედაგოგები - რეჟისორები: ოთარ ეგაძე, დავით კობახიძე, მალხაზ ჟვანია, გაბრიელ გოშაძე,
სასცენო მეტყველება მსახიობები: ზეინაბ წულუკიძე, თამარ ბუაძე, მაია გელოვანი, თამთა ცინცაძე.
სასცენო მოძრაობა და ცეკვა: ქორეოგრაფი გია მარღანია, ნინო კერვალიშვილი და მსახიობები - მაკა ძაგანია და სოფიო გვრიტიშვილი
თეორიული კურსები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მიხეილ კალანდარიშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე
შემოქმედებითი ფსიქოლოგია: ფსიქოლოგიის მეცნიერაბათა დოქტორი რუსუდან მირცხულავა და თინათინ თიაბაშვილი.
ვოკალი - ელენე ნიჟარაძე და ნინო ქაჯაია

სცენოგრაფიის განხრით მოწვეულნი არიან მხატვრები, სცენოგრაფები და სცენოგრაფიის ისტორიისა და სახვითი ხელოვნების სპეციალისტები: დიმიტრი ანთაძე, ნინო გუნია-კუზნეცოვა, ნინო ჩიტაიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარიანა ოკლეი. 

თეატრალური ხელოვნების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მუსიკის, ხელოვნებათმცოდნეობის, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევისა  და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრებთან. 

ცენტრის ადმინისტრაცია:
თეატრალური  ცენტრის დირექტორი, რეჟისორი ოთარ ეგაძე
მობ.:  577237724         

სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტური წარმოდგენების კორდინატორი ილიაუნის თეატრში მარადია ცაავა 
ელ.ფოსტა maradia.tsaava@iliauni.edu.ge
მობ. 599301715


ცენტრის მისამართი:
ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტი
ჭავჭავაძის გამზირი 32ა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
ტელ.: 229 47 15.
ელ. ფოსტა: theatre@iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-10-22