მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგია და კონსერვაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნათია კოპალიანი
პროგრამის მონაწილეები: ასოცირებული პროფესორი ზურაბ გურიელიძე, ასისტენტ-პროფესორი ბელა ჯაფოშვილი
პროგრამაში ჩართული არიან  აგრეთვე მაგისტრანტები და დოქტორანტები.
  
საკონტაქტო პირი (ტელ./ელ.ფოსტა): ნათია კოპალიანი (natia_kopaliani@iliauni.edu.ge; ტელ. 899 552 994)

პროგრამის რეზიუმე
ხმელეთისა და წყლის მსხვილი ძუძუმწოვრების გავლენა   სხვა სახეობების პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობაზე, მცენარეული საფარის  და მთლიანად ლანდშაფტების სტრუქტურაზე იმდენად დიდია, რომ   მსხვილ ძუძუმწოვრებს ეკოსისტემის საკვანძო, ან ქავაკუთხედ სახეობებს უწოდებენ. მათი მდგომარეობის  მიხედვით შესაძლებელია  ეკოსისტემაში მიმდინარე სტრუქტურული და თვისობრივი ცვლილებების შეფასება,  ამიტომ მონიტორ სახეობებად მიიჩნევენ.  ამავდროულად საქართველოში მობინადრე მსხვილი ძუძუმწოვრების დიდი ნაწილი  შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში, ნაწილი კავკასიის ენდემს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ამ სახეობების კვლევა  მნიშვნელოვანია  არა მარტო საქართველოს, არამედ გლობალურ დონეზე  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.
წინამდებარე პროგრამის მიზანია როგორც ხმელეთის, ისე შავი ზღვის  მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიურ კვლევა  მათი შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობის მიზნით.  ძირითადი ყურადღება ექცევა  ვეშაპისნაირთა სამივე სახეობას, ჩლიქოსნების მოწყვლად სახეობებს და ადამიანი-მტაცებლის კონფლიქტსა და მისი რეგულირების გზებს. პროგრამა გულისხმობს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობას და სწავლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების ჩართვას კვლევის პროცესში.

კვლევითი პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზნები
საქართველოში გავრცელებული ხმელეთისა და ზღვის მსხვილი ძუძუმწოვრების  ეკოლოგიური კვლევა მათი შენარჩუნების და აღდგენის  ხელშეწყობის მიზნით
მსხვილი ძუძუმწოვრების კვლევაში  სტუდენტების ჩართვა ეკოლოგიასა და კონსერვაციული ბიოლოგიის სფეროში გამოყენებითი კვლევის განვითარებისთვის
 სხვა  ქვეყნების მეცნიერებთან ურთიერთობა ერთობლივი პროექტების ფარგლებში გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე მეთოდების ათვისების მიზნით.

პროგრამის შემადგენელი კვლევითი პროექტები/მიმართულებები

 
I. ზღვის ძუძუმწოვრების ეკოლოგიური კვლევა
ხანგრძლივობა - 10 წელი
1) შავი ზღვის სამი სახეობის დელფინის (Tursiops truncatus, Delphinus delphis, Phocoena phocoena)  სივრცული განაწილება
2) საკვები ბაზის შესწავლა
3) მოქმედი საფრთხეების განსაზღვრა
4) სასიცოცხლო მნიშვნელობის ”საიტების” გამოვლენა
5) პოპულაციების რიცხოვნობის შეფასება და მისი დინამიკა
6) ურთიერთობები სახეობებს შორის (ინტერსპეციფიც რელატიონსჰიპ)

II. მგლის რეკოლონიზაცია საქართველოში: ადამიანი-მტაცებლის კონფლიქტის ახალი “ცხელი წერტილების” წარმოქმნის მიზეზები და რეგულირების გზები
ხანგრძლივობა – 2 წელი
1.ტერიტორიების გამოვლენა, საიდანაც  მიმდინარეობს მგლის განსახლების პროცესი
2. ტერიტორიებზე, სადაც ბინადრობენ “წყარო-პოპულაციები”:
ა) მგლის რიცხოვნობის შეფასება
ბ) მსხვერპლი სახეობების მდგომარეობის შეფასება
გ) ჰაბიტატის ტევადობის განსაზღვრა და მისი ვარგისიანობის ანალიზი
3. ახლადათვისებულ ტერიტორიებზე მობინადრე მგლების გადაადგილების შესწავლა და მათი საბინადრო ტერიტორიების  გამოვლენა.

III. საქართველოს ჩლიქოსნების იშვიათი სახეობების აღდგენის შესაძლებლობების შესწავლა
ხანგრძლივობა - 8 წელი
1. სხვადასხვა ტერიტორიებზე აღრიცხვის ჩატარება
2. მდგრადი პოპულაციების გამოვლენა და  დაკვირვება მათი რიცხოვნობის დინამიკაზე
3. ინბრიდინგის დონის  და პოპულაციების იზოლირების ხარისხის განსაზღვრა
4. აღდგენისთვის ვარგისიანი ჰაბიტატების შეფასება-შერჩევა
5. ტრანსლოკაციისთვის სავარაუდო წყარო-პოპულაციების შერჩევა
6. ქცევის შესწავლა ტყვეობაში.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-07-30