სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ჩამოყალიბდა 2007 წელს, მანამდე არსებული, იგივე სახელწოდების კათედრის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ ოცდაათწლიანი არსებობის ისტორიას ითვლის. ცენტრის სახით ჩამოყალიბების შემდეგ სრულიად შეიცვალა სახელოვნებო დარგების სწავლების მიზნები და შესაბამისად შეიქმნა ნოვატორული პროგრამები.

ამჟამად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, რაც სავსებით შეესაბამება სახელოვნებო დარგების სწავლების ევროპულ და ამერიკულ საუნივერსიტეტო მოდელებს.

ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა სახელოვნებო დარგების სწავლების ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება და ამავე დროს ის მოთხოვნები, რომელსაც თანამედროვეობა უყენებს ამ დარგების წარმომადგენლებს. კერძოდ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში პრიორიტეტული გახდა გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე ერთი დარგის, არამედ ორი, ან სამი მომიჯნავე დარგის სწავლება. მაგ: მონუმენტური მოხატვა და კერამიკა, ან ოქრომჭედლობა და მინანქრის ხელოვნება და სხვა. სახელოვნებო დარგების ასეთი დაჯგუფება განაპირობა სპეციალისტთა მრავალმხრივი დაოსტატების მოთხოვნილებამ და დასაქმებისას ასეთ სპეციალისტთა უპირატესობამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში პერველად, შემუშავდა სახელოვნებო დარგში სადიპლომო პროექტის შესრულებისა და დიპლომის დაცვის სრულიად ახლებური დებულება. კერძოდ, იქმნება არა ინდივიდუალური არამედ საერთო კონცეფციის მქონე ერთობლივი, ჯგუფური პროექტები. ჯგუფში ერთიანდებიან სხვადასხვა სახელოვნებო დარგის სტუდენტები. ასეთი თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტთა ტრანსფერული უნარების გამოვლენას და სადიპლომო ნამუშევრის მაღალმხატვრულობას. 2010 წლის   სადიპლომო პროექტებში თანამშრომლობა შევთავაზეთ მუსიკის ცენტრის სტუდენტებსაც. მიგვაჩნია, რომ სხვა სახელოვნებო დარგის ჩართულობა გაზრდის სადიპლომო პროექტების დიაპაზონს და ისინი მეტად კრეატიულები გახდებიან.

    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

•    პროფესიული უმაღლესი სახელოვნებო პროგრამები (137 სტუდენტი)

1.    მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და ვიტრაჟი
2.    საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი)
3.    კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა
4.    ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ქსოვილის დიზაინი

•    საბაკალავრო minor პროგრამა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში (205 სტუდენტი)
ამჟამად მიმდინარეობს პროგრამების რეორგანიზაცია. ხორციელდება უმაღლესიპ როფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა და იქმნება საბაკალავრო major პროგრამა. ეს ცვლილებები სავარაუდოდ ძალაში შევა მომავალი სასწავლო წლიდან.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში ამჟამად მუშაობს სხვადასხვა სახელოვნებო დარგის 30 მასწავლებელი. უმეტეს წილად ესენი არიან ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მხატვრები, რომლებიც პედაგოგიურთან ერთად ეწევიან ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას და სისტემატიურად მონაწილეობენ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათ გვერდით მუშაობენ ახალგაზრდა მზარდი, პერსპექტიული შემოქმედნიც.
    
ცენტრის ადმინისტრაცია

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი, თამარ ცაგარელი
მობ.  893 16 88 08         
ელ. ფოსტა: tamar.tsagareli@iliauni.edu.ge

ვებ-გვერდი: www.artcenter.iliauni.edu.ge

დირექტორის თანაშემწეები:
მარინა ნასიძე    მობ. 858 56 74 15
ნინო წიქორიძე    მობ. 893 12 01 07

სასწავლო პროცესის კორდინატორი
თამარ ნინიკაშვილი    მობ. 858 72 34 56

ცენტრის მისამართი

ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტი
ჭავჭავაძის გამზირი 32       კორპ. D
ტელ. 29 46 17


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-06-18