ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი


ცენტრის მიზანია, დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა ადრეული განვითარების პროგრამის მიხედვით, რომელიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი. პროგრამა უვითარებს ბავშვებს სოციალურ, შემეცნებით, თვითმოვლის, ენობრივსა და მოტორულ უნარებს, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას.

ამასთან, ცენტრი წარმოადგენს პრაქტიკულ ბაზას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ცენტრის მუშაობაში, გამოიყენონ ცენტრში არსებული საინფორაციო/საგანმანათლებლო რესურსი და განახორციელონ თავიანთი კვლევითი პროექტები.

მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში მუშაობა წარიმართება 0–7 წლამდე ასაკის, განსაკუთრებული საჭირობების მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან. პედაგოგები, რომლებსაც სპეციალური ტრეინინგი აქვთ გავლილი, კვირაში ერთხელ დადიან ამ ოჯახებში და ინდივიდუალური გეგმის მიხედვით მუშაობენ ბავშვების სხვადასხვა უნარის სტიმულირებაზე. კვირაში ერთხელ თავად ბავშვები მოდიან ცენტრში და ერთვებიან ჯგუფურ აქტივობებში თამაშის, მუსიკის და სენსორული თერაპიის გამოყენებით.

ცენტრის საქმიანობა ემსახურება აგრეთვე ინკლუზიური სწავლების დანერგვას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ამჟამად პროექტში ჩართულია თბილისის 12 საპილოტე ბაგა-ბაღის 31 ჯგუფში მყოფი 40 განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი.

ცენტრის ხელმძღვანელია ნინო ცინცაძე. ცენტრში მუშაობს სპეციალური კვალიფიკაციის მქონდე 10 პედაგოგი და ცენტრის ბიბლიოთეკარი.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილია ჭავჭავაძის გამზ. 32, თბილისი 0179
კორპუსი C, აუდიტორიები C 103, C 112, C 103ა და C 112ა.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-04-17