ჩოგბურთის მწვრთნელთა საკვალიფიკაციო კურსები
2011 წლის 27 ივნისიდან 9 ივლისამდე სპორტის ფაკულტეტი უმასპინძლებს ჩოგბურთის მწვრთნელთა საკვალიფიკაციო საერთაშორისო კურსებს, რომლის ინიციატორია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია.
აღნიშნული კურსი მნიშვნელოვანია ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისა და სპორტული განათლებისათვის და ითვალისწინებს ჩოგბურთის მწვრთნელებისა და საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას.
პროგრამის მიზანია:
• ჩოგბურთის მწვრთნელთა და სპორტის მასწავლებელთა ცოდნის ხარისხის ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფა;
• სასწავლო და სამწვრთნელო პროცესების ეფექტური წარმართვის მიზნით ახალი საგნის-სპორტის სწავლების ახალი მეთოდიკისა და მიდგომების, წვრთნის ტექნოლოგიების გაცნობა;
• მასწავლებელთა დახმარება დაგეგმილი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადებაში,
• მწვრთნელთა და მასწავლებელთა ორიენტაცია სამწვრთნელო და პედაგოგიური კომპეტენციების გაღრმავებაზე.