გოგოჭურის ოქროს სიმაღლე

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დამთავრდა მძლეოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ზურაბ გოგოჭურმა. სიმაღლეზე ხტომაში იგი 210 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და უკონკურენციოდ მოიპოვა ოქროს მედალი. ილიაუნელმა მძლეოსანმა შარშან ოქტომბერში ნაჩვენები საკუთარი რეკორდი გაიმეორა, თუმცა ვარჯიშებზე 2-3 სანტიმეტრით მეტიც აქვს დაძლეული. მომდევნო უქმეებზე გოგოჭური ბაქოში აზერბაიჯანის ღია პირველობაზე გამოვა, ივნისის მეორე დეკადაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს, ივლისში 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე მოსინჯავს ძალებს. ამ შეჯიბრებებში საერთაშორისო ნორმატივს (218 სმ) თუ შეასრულებს, კორეაში მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაემგზავრება.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-06-17