ენების დიდაქტიკის ცენტრი

ცენტრი სთავაზობს მასწავლებლებს შემდეგ პროგრამებს:

სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები და მისი დანერგვა ენების სწავლების პროცესში
სწავლის თეორიები და უცხო ენის სწავლება
ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება საბაზო და საშუალო სკოლაში

ფრანგული ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სემინარები
გერმანული ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სემინარები
ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სემინარები
ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სემინარები
რუსული  ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სემინარები

ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი მასწავლებელთათვის
რუსული ენის პრაქტიკული კურსი მასწავლებელთათვის
ფრანგული ენის პრაქტიკული კურსი მასწავლებელთათვის
გერმანული ენის პრაქტიკული კურსი მასწავლებელთათვის
ქართული ენის პრაქტიკული კურსი



ცენტრის მისია და საქმიანობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების დიდაქტიკის ცენტრის მიზანია:

  • გააუმჯობესოს მშობლიური (ქართული ენა და ლიტერატურა) და უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ქართული როგორც მეორე ენა) პედაგოგთა მომზადების ხარისხი;
  • ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და სწავლების პროცესს;
  • მოემსახუროს ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას სასწავლო პრაქტიკაში;
  • უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი გადამზადება
  • ჩაატაროს პედაგოგიური და მეთოდური კვლევა და შეაფასოს კვლევის შედეგები.

 ცენტრის კონკრეტული მიზნები

  • ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების მასწავლებლების პროფესიული განვითარება,
  • ქართულისა და უცხო ენების მასწავლებლების დახმარება დაგეგმილ ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადებაში, უცხო ენის მასწავლებელთა ენობრივი ცოდნის გაღრმავება ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებში ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი (A, B, C) დონეების მიხედვით
  • მასწავლებელთა ცოდნის დახვეწა ქვეყანათმცოდნეობაში, მშობლიური და უცხო ენების სწავლების მეთოდიკა/დიდაქტიკაში, მწვრთნელების მომზადება და სხვა.

ცენტრის მომსახურება

ცენტრი სთავაზობს მასწავლებლებს შემდეგ პროგრამებს:

I. სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროფესიული განვითარების სემინარები:
1.    ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება საბაზისო და საშუალო სკოლაში (2 კრედიტი)
2.    სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი დანერგვა ენების სწავლების პროცესში (2 კრედიტი)
3.    სწავლების თეორიები და უცხო ენის გაკვეთილი (2 კრედიტი)
4.    უცხო ენების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სემინარები თემებზე (თითოეული სემინარი 2 კრედიტიანია):
•    გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება;
•    სამეტყველო უნარ-ჩვევებისა და სამეტყველო უნარების სწავლება;
•    ქვეყანათმცოდნეობა და კულტურათშორისი დიალოგი;
•    სწავლის სწავლა (სწავლის სტრატეგიები და ტექნიკები);
•    მედიების როლი უცხო ენის სწავლებისას;
•    სავარჯიშოთა ტიპოლოგია;
•    სწავლების სოციალური ფორმები;
•    გამოცდები და ტესტირება.

(სულ 5 პროგრამა და 41 მოდული. თითო მოდულის საფასურია 80 ლარი. ყველა მოდული ტარდება ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენის მასწავლებელთათვის. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ქართული, როგორც მეორე ენა. მათ ვთავაზობთ მხოლოდ გაკვეთილის დაგეგმვას და ჩატარებას.)

II. ენის პრაქტიკული კურსი ინგლისური/გერმანული/ფრანგული/ რუსული/ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთათვის.
(სულ 5 პროგრამა. თითო ხუთკრედიტიანი ენის კურსის საფასურია 160 ლარი).

III. ინგლისური/გერმანული/ფრანგული/რუსული ენის მწვრთნელების მოსამზადებელი კურსი.
(სულ 4 პროგრამა. თითო 35 კრედიტიანი კურსის საფასურია 950 ლარი).

IV. უმაღლესი სკოლის პედაგოგებისა და მწვრთნელებისთვის ტრეინინგი თემაზე: მოდერაციის ხელოვნება.
(ტრეინინგი 2 კრედიტიანია და მისი საფასურია 100 ლარი).

პერსპექტივები

პროგრამაში წარმოდგენილ კონკრეტულ საკვალიფიკაციო სემინარებთან ერთად დაგეგმილია სხვა ტიპის სემინარები და კურსები, როგორებიცაა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები სხვადასხვა თემაზე (ტანდემში მუშაობა უმაღლეს სკოლაში, ვორკშოპები და სემინარები უმაღლესი სკოლის ენების ცენტრის მასწავლებელთათვის, თეორიული ასპექტების სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები...) და ა.შ.
ცენტრში დაგეგმილია აგრეთვე საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა, უცხოეთის სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, გამომცემლებთან ან შესაბამის ცენტრებთან პარტნიორობა, საერთაშორისო კონფერენციების მომზადება/ჩატარება და სხვ.

სამიზნე ჯგუფები


საკვალიფიკაციო სემინარებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც უკვე მუშაობს ან ახლა იწყებს მუშაობას ქართული და უცხო ენის მასწავლებლად როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
ცენტრის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სკოლის ან ენის კურსების მასწავლებლებსაც.
 
ცენტრის ადმინისტრაცია და თანამშრომლები:

ადმინისტრაცია:
ცენტრის დირექტორი: ეკატერინე შავერდაშვილი
ცენტრის კოორდინატორი: ნანა ბლუაშვილი
ცენტრის ასისტენტი: მეგი გვასალია

თანამშრომლები:

კურსებსა და სემინარებს ატარებენ

  • მასწავლებლის ზოგად პროფესიულ უნარ_ჩვევებში: პროფ. ნათელა იმედაძე, პროფ. სოფიო ლობჟანიძე, ნინო კალანდარიშვილი, თეა ლობჟანიძე, ქეთევან თოდაძე;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში: პროფ. ნათელა მაღლაკელიძე, ვაჟა დანელია, ზურა ბაღაშვილი;
  • ინგლისურ ენაში: ფილ. მეცნ. დოქტ. ნანა ბლუაშვილი, ასისტ.-პროფ. ეკა ტყავაშვილი, ნანული ჩიტაშვილი;
  • გერმანულ ენაში: პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი, მანანა ახალკაცი, ფრანკ შრაიერი, ფატი რამიშვილი, რამაზ სვანიძე, თეონა ბერიძე;
  • ფრანგულ ენაში: პროფ. მზაღო დოხტურიშვილი, ნატა ბალავაძე;
  • ქართულის, როგორც მეორე ენაში: თინათინ კიღურაძე.

ცენტრის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ცენტრის პროგრამების შესახებ დარეკეთ სამუშაო დღეებში შემდეგ ნომრებზე: 226147, 899 101514, 877 238021

სემინარებზე და კურსებზე ჩაწერა იწარმოებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11 საათიდან 16 საათამდე, მისამართზე: ჩოლოყაშვილის 3/5, E კორპუსი, II სართული, ოთახი E 229. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი უცხო ენათა ინსტიტუტის შენობა)


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-10-22