ენების ცენტრი

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ენების ცენტრი მთარგმნელობით განყოფილებაზე მთარგმნელ-თარჯიმნის და სინქრონისტის მოსამზადებელ სასერტიფიკატო პროგრამაზე (ინგლისური / გერმანული / ფრანგული ენა), 2011-2012 სასწავლო წლისათვის აცხადებს მსმენელთა მიღებას.

საბუთები მიიღება 7 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:


ა) განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ) უნივერსიტეტის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლები;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი ¾;
ე) ავტობიოგრაფია ქართულ და შესაბამის უცხო ენებზე.

მსმენელთა ჩარიცხვა მოხდება შესაბამის უცხოურ და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე

სწავლის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს მიენიჭება მთარგმნელ-თარჯიმნის კვალიფიკაცია.

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს ორი მოდულის არჩევის შემთხვევაში 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათ) ლარს, სამი მოდულის შემთხვევაში 3 150 (სამიათას ასორმოცდაათ) ლარს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის საქმიანობა ხორციელდება სამი მიმართულებით:

ენების სწავლება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე
სინქრონული თარგმანის სწავლება
ენების სწავლება დაინტერესებული პირებისთვის
საერთაშორისო სერტიფიცირება.

ენების ცენტრის ადმინისტრაციის წევრები არიან:

დირექტორი - თინათინ კიღურაძე
სასწავლო პროცესის კოორდინატორი - მაკა თაყაიშვილი
ფასიანი სწავლების კურსების და ენების ცენტრის სინქრონული თარგმნის განყოფილების სასწავლო პროცესის კოორდინატორი - სოფიო ბუაძე

ენების შემსწავლელი კურსები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ენების ცენტრი სთავაზობს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს მათ მიერ არჩეული ძირითადი ან მეორადი სპეციალობების მიხედვით შემდეგი ენების კურსებს (კვირაში 6-საათიანი ფორმატით) ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენობრივი ცოდნის დონის ყველა საფეხურის შესაბამისად: გერმანული ენა, ფრანგული ენა, ესპანური ენა, იტალიური ენა, რუსული ენა, ნიდერლანდური ენა, სპარსული ენა, თურქული ენა,  ებრაული ენა, აზერბაიჯანული ენა, პოლონური ენა, ქართული ენა.

ენების შემსწავლელი კურსები უცხოური ენების შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერ მოქალაქისთვის

ენების ცენტრი სთავაზობს უცხოური ენების შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს შემდეგი ენების ინტენსიურ კურსებს: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, ნიდერლანდური, პოლონური, სპარსული, თურქული, ებრაული, აზერბაიჯანული, რუსული და ქართული, როგორც უცხო ენა.

სასწავლო კურსის ფორმატი შეიძლება იყოს ჯგუფური და ინდივიდუალური. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობაა 4–10.

ტარიფები:

ინდივიდუალური მეცადინეობა - 25 ლარი საათში
(2-3 კაციანი ჯგუფის მსმენელისათვის 15 ლარი ერთი საათი)
ჯგუფური მეცადინეობა კვირაში 4-საათიანი დატვირთვით - 125 ლარი თვეში
ჯგუფური მეცადინეობა კვირაში 6-საათიანი დატვირთვით- 175 ლარი თვეში (ნიდერლანდური 200 ლარი თვეში)

საერთაშორისო საგამოცდო ცენტრები

ენების ცენტრში ტარდება საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში (DELE)

გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ: შემოდგომასა და გაზაფხულზე.

ამჟამად გამოცდა ჩატარდება: მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს

გამოცდა ტარდება შემდეგ საფეხურებზე:

დონე A1:    70 ლარი
დონე A2:    74 ლარი
დონე B1:    78 ლარი
დონე B2:    117 ლარი
დონე C1:    136 ლარი
დონე C2:    149 ლარი

ენების ცენტრის მისამართია:

მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5  ოთახი E 228

საფოსტო ინდექსი: 0162

ტელეფონი: 22 50 85

ელ-ფოსტა: lc@iliauni.edu.ge; language_centre@iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-11-26