სამსახურის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობის სამსახური შეიქმნა  ორი სამსახურის ბაზაზე და არსებული ფორმით ფუნქციონირებს 2010 წლიდან.  მისი ძირითადი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციის პროცესს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო არეალში უნივერსიტეტის მონაწილეობის გაზრდის გზით.  ამ მიზნით, სამსახურის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის,  საგანმანათლებლო და ინფრასქტუქტურული განვითარებისათვის ფინანსების მოძიების, პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გაზრდის და ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტის პოპულარიზაციის გეგმას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა კონკრეტულად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  •     მუშაობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საკითხზე;
  •     საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ფონდებთან კონტაქტების დამყარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
  •     საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. უნივერსიტეტის მრავალმხრივი საერთაშორისო შეხვედრების კოორდინირება;
  •    საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის თანამშრომლების ჩართვის ხელშეწყობა;
  •    სამეცნიერო, სწავლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ერთიანი საგრანტო ბაზის შექმნა;
  •    უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა ტიპის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში;
  •    ფინანსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;  
  •    ფინანსების მოზიდვის კამპანიების ორგანიზება;
  •    უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნება და ურთიერთობის გამყარება;
  •    მუშაობა უნივერსიტეტის ბრენდის ჩამოყალიბების საკითხებზე;
  •    საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელებისა, სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება;
  •    უნივერსიტეტის სამეცნიერო პრიორიტეტების  შესაბამისი  ფონდების იდენტიფიცირება და სამეცნიერო პროექტებისათვის დაფინანსების წყაროების მოძიება;
  •    უნივერსიტეტის იდენტობის  ჩამოყალიბებისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყშვილის 3/5
ოთახი # F303
ტელ: (995) 32 2 22 75 80 ან (995) 23 05 17
ელ-ფოსტა: development@iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-07-25