დაეხმარე უნივერსიტეტს

რატომ უნდა დავეხმაროთ უნივერსიტეტს?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებადი და ინოვაციებზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების დაწესებულებაა.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კვლევითი უნივერსიტეტი, სადაც სასწავლო პროცესი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული კვლევით კომპონენტთან. მომავალში იგეგმება კვლევითი კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ამ უნივერსიტეტის სტუდენტების საერთაშორისო დონის მეცნიერებად ჩამოყალიბების პროცესს.

თქვენ საშუალება გაქვთ საკუთრი წვლილი შეიტანოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია.
 
უნივერსიტეტისათვის მხარდაჭერის გამოხატვა შეგიძლიათ შემდეგ კამპანიებში ჩართვით:  

  • დაუწესეთ წარჩინებულ სტუდენტებს თქვენი ან თქვენი ორგანიზაციის სახელობის სტიპენდია;
  • ჩაერთეთ უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში;
  • დაეხმარეთ უნივერსიტეტს ფინანსურად.


თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რა სახით უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტმა თქვენი ფინანსური დახმარება:

  • მოხმარდეს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს;
  • განავითაროს ბიბლიოთეკა;
  • განაახლოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა;
  • დაეხმაროს რომელიმე კონკრეტულ სამეცნიერო პროექტს.

 


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-12-19