ცენტრის შესახებ

ლინგვისტურ კვლევათა ცენტრი სწავლობს ქართული და ინდო-ევროპული ენების ისტორიასა და შედარებით პერსპექტივებს. ცენტრის კვლევითი პროექტები, რომელიც ეროვნული და უცხოური ფონდების მიერ არის მხარდაჭერილი, შემდები მიმართულებებით ხორციელდება:

  • ენის მოდელირება და კორპუსული ლინგვისტიკა
პროექტები ენის მოდელირების, კორპუსული ლინგვისტიკისა და კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის მიმართულებით
  • ქართველურ და ინდოევროპულ ენათა კონტრასტიულ-ტიპოლოგიური კვლევა 
პროექტები ისტორიულ-შედარებითი და ტიპოლოგიურ-შეპირისპირებითი  ლინგვისტიკის განხრით;
  • იდეოლოგია და ენა (ქართულ დისკურსში)
საბჭოური სიტყვიერების იდეოლოგიური მიზანმიმართულობის კვლევა;
  • ტექსტოლოგია
საერთაშორისო სამეცნიერო სერიებში (Corpus Christianorum) ძველი ქართული ტექსტების პუბლიკაცია და მათი მონოგრაფიული შესწავლა.
  • მეტაფორა: ენობრივი და ეპისტემოლოგიური პოტენციალი
ანტიკურობისა და შუასაუკუნეების ტექსტისა და თარგმანის თეორიის რეცეფცია ძველ ქართულ მეტატექსტებში.

© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-09-19