|
|
კვლევაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც საბჭოთა სისტემისაგან მკვეთრად განსხვავებულ, ლიბერალური განათლების პრინციპებს ატარებს. უნივერსიტეტი სტუდენტსა და მკვლევარს განიხილავს, როგორც "ცენტრალურ მოთამაშეს" განათლების სისტემაში, აძლევს მას არჩევანის თავისუფლებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად გამოყენების საშუალებას. უნივერსიტეტი სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად უამრავ საინტერესო ინიციატივასა და პროგრამას ახორციელებს. აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ მისი კურსდამთავრებულები წარმატებული კარიერისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ფლობდნენ. იგი ნოვატორია უმაღლეს სასწავლებელში კვლევითი ფუნქციის შემოტანის საკითხშიც. როგორც ცნობილია, უმაღლესი განათლების საბჭოთა სისტემაში მკაცრად იყო გამიჯნული ერთმანეთისგან სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები. ამ ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს კვლევის ყველა სფეროს, ხსნის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიებს, სადაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, აქტიურად ჩაერთონ მათთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ წარმოებულ კვლევით პროცესში. დღეისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს კვლევის დონის საუკეთესო წლიური მაჩვენებელი საქართველოში, მის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი კვლევითი ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები: აბასთუმნის ევგენი ხარაძის ეროვნული ობსერვატორია, სეისმური მონიტორინგის ცენტრი თბილისში, ყაზბეგის მაღალი მთის ეკოლოგიის ინსტიტუტი, საზღვაო კვლევების ცენტრი გრიგოლეთში. ამჟამად შენდება კვლევითი ცენტრი დედოფლისწყაროში. უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტი მონაწილეობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში. ზოგიერთ მათგანს უნივერსიტეტი თავად აფინანსებს, ნაწილი კი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს. აქ მიმდინარე კვლევები აქტუალურია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ბევრი საინტერესო პროექტი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. ესენია: • კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა მოლეკულურ-გენომური მეთოდების გამოყენებით
|