|
|
თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი დაფუძნდა როგორც თეორიული ასტროფიზიკის ცენტრისა და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ცენტრის გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ფიზიკის დარგში ფუნდამენტური თეორიული სწავლებისა და კვლევის ტრადიციების შემდგომი გაღრმავება და გაფართოება. თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ წამყვან სამეცნიერო-სასწავლო ცენტრებთან როგორც კვლევით ასევე სასწავლო დონეებზე. კვლევით კონტექსტში ეს აისახება მრავალრიცხოვან ერთობლივ პროექტებში და პუბლიკაციებში მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში. სასწავლო კონტექსტში ჩვენი ერთობლივი პროგრამები აქცენტირებულია პოსტსაბაკალავრო დონეზე და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უმაღლესი დონის ცოდნისა და უნარების გადაცემას, მათ მსოფლიო კლასის მკვლევარ-მეცნიერებად ჩამოყალიბებას. |