სტაჟირების პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და რეგიონულ სამსახურებში:

 I. ადმინისტრაციული სამსახური:

 1. სახელმწიფო შესყიდვები
 2. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
 3. საქმისწარმოება

 II. იურიდიული სამსახური;
 III. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური:

 1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური (თბილისი)
 2. დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველო (ქ. ბათუმი და ქ. სამტრედია)
 3. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო (ქ. ახალციხე)

 IV. მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური.

 შერჩეული კანდიდატები ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან. სტაჟირების პროცესი არის ანაზღაურებადი და მონაწილეები მიიღებენ ანაზღაურებას 100 (ასი) ლარის ოდენობით თვეში.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

•    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    უცხო ენის ფლობა;
•    MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

იურიდიული სამსახური:

•    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართალმცოდნეობის სპეციალობის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    უცხო ენის ფლობა;
•    MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური:

•    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
•    უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა;
•    ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიების უნარი;
•    ძლიერი ანალიტიკური, კრეატიული აზროვნების, გუნდური მუშაობის, არგუმენტირების (წერითი და ვერბალური), შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი, დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა.

 კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

•    პირველი ეტაპი: ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში;
•    მეორე ეტაპი: ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) შესამოწმებელი ტესტირება;
•    მესამე ეტაპი: გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 კონკურსის მესამე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან, აუცილებელია შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

•    საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ";
•    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის #523 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ";
•    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის #771 ბრძანება "სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე".

 ადმინისტრაციულ სამსახურში სტაჟირების მსურველებმა უნდა იცოდნენ:

 სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით:

•    საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'';
•    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანება "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ".

 საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით:

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის #1321 ბრძანება "ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე''.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 5 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-04-21