უნიფუდი

„უნიფუდი“ (UNIFOOD) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტია. ”უნიფუდის” კაფეტერიები მდებარეობს უნივერსიტეტის A (მისამართი: ჭავჭავაძის 32) და E (ჩოლოყაშვილის 3/5) კორპუსებში. მზადების პროცესშია პროექტი ”უნიკოფი” - ჩაი და ყავახანა. ასევე იგეგმება მსოფლიო კულინარიული საღამოები და ”ვიდეო რეცეპტები” www.azrebi.ge -ზე.

”უნიფუდს” ჰყავს კონცეპტუალური-დირექტორი და შეფმზარეული. მის ყველა ობიქტს მენეჯერები, მზარეულები და მომწოდებელები ემსახურებიან. ”უნიფუდის” ობიექტებს სასაერთო ბუღალტერია აქვს.

”უნიფუდი” თავის მომსახურებას სთავაზობს როგორც უნივერსიტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებს, ასევე სტუმრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ”უნიფუდის” სერვისით შეგიძლიათ, აგრეთვე, ისარგებლოთ, თუ კონფერენციების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების დროს ფურშეტი გაქვთ დაგეგმილი.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-06-19