ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ratiani

პროფ. სერგო რატიანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური  და  ადამიანური რესურსების სფეროებში; ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

პასუხისმგებლობის სფეროები/ძირითადი მოვალეობები 

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მართვა
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად ფინანსური და ეკონომიკური გარიგებების წარმოება
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტუქტურის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა წარმომადგენლობითი საბჭოსთვის
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტის, დამხმარე პერსონალის დასაქმების წესისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრა და დასამტკიცებლად წარდგენა წარმომადგენლობითი საბჭოსთვის
  • სამუშაოს ყოველწლიური ანგარიშის მომზადება წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარსადგენად
  • ინდივიდუალური აქტების გამოცემა კომპეტენციის ფარგლებში
  • პასუხისმგებლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე
  • წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციების შესრულება.

დაქვემდებარებული  საკურატორო მიმართულებები (მოადგილეები) და სამსახურები:

მიმართულებები:

  • ფინანსების ადმინისტრირების მიმართულება, მოადგილე თეიმურაზ სამადაშვილი
  • საქმისწარმოების მიმართულება, მოადგილე მაია თევდორაძე
  • სასწავლო და კვლევითი პროცესის მიმართულება
  • სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულება

სამსახურები:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
  • დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური
  • ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
  • ბიბლიოთეკა

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 995 32 220009, ელ. ფოსტა: sergo_ratiani@iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-12-18