|
|
სარეკლამო რგოლის კონკურსიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გარემოსდაცვითი სამაგისტრო პროგრამების ხუთი სარეკლამო რგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც კომპანიებისათვის, ასევე კერძო პირებისათვის.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და TEMPUS-ის მხარდაჭერით შეიქმნა ხუთი ახალი სამაგისტრო პროგრამა გარემოს დაცვის დარგში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა ეკოლოგიაში (MSc), საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა ბუნებრივ რესურსებში (MSc), საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა (MSc) მეტყევეობაში, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ტყის მენეჯმენტში (MBA), ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ბუნებრივი რესურსების მართვაში (MBA).
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით. საკონკურსო პროექტი გამოაგზავნეთ pdf ფორმატით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge 6 ივლისის 18:00 საათამდე. მიუთითეთ ავტორის სრული სახელი (ორგანიზაციის შემთხვევაში - სრული ოფიციალური დასახელება), საკონტაქტო ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი. |