სპორტის ფაკულტეტი

ფაკულტეტის მისიაა, შექმნას მიმზიდველი საუნივერსიტეტო და სასწავლო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტის სფეროში მომზადდეს პროფესიონალი კადრები. ამ მისიის შესასრულებლად ფაკულტეტის მიზანია:

  • ხარისხიანი განათლების  უზრუნველყოფა;
  • სპორტულ პრაქტიკასთან მაქსიმალურად შერწყმული  საგანმანათლებლო  პროგრამების შეთავაზება;
  • კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
  • უწყვეტი სასპორტო განათლების სისტემის ჩამოყალიბება.

ფაკულტეტზე მიმდინარეობს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც ერთ-ერთი ეფექტური და პრაქტიკული მეთოდია სასპორტო განათლებაში. ეს მეთოდი ინტეგრირებულია სპორტული წვრთნის პრაქტიკასთან. სწავლების ასეთი მეთოდის დანერგვას ისიც უწყობს ხელს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სასწავლო კურსების არჩევის გარემოს უზრუნველყოფის ელექტრონული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტ-სპორტსმენს, დისტანციურად აირჩიოს სასწავლო კურსები და საწვრთნო-საშეჯიბრო საქმიანობის  პარალელურად მართოს სასწავლო პროცესი.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საბაკალავრო, დამატებითი (მაინორი), პროფესიული და სპორტის მასწავლებელთა გადამზადების  საკვალიფიკაციო პროგრამები.

საბაკალავრო პროგრამა

ფიზიკური განათლება და სპორტი - პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც  შეძლებს სპორტის გაკვეთილისა და წვრთნის პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვას და განხორციელებას, შეძენილი ცოდნის პროფესიულ პრაქტიკაში ინტეგრირებას.

მიმართულებები:
•    ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი
•    გუნდური/ინდივიდუალური  სპორტის სახეობების მწვრთნელი

სპორტის ფაკულტეტის სტუდენტებს საბაკალავრო საფეხურზე აქვთ საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული დამატებით სპეციალობებში (სხვადასხავა პროფესიებში) განათლების მიღების შესაძლებლობაც.

დამატებითი (მაინორი) პროგრამები

•    გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობის მწვრთნელი
•    სპორტის ფსიქოლოგია
დამატებითი პროგრამები გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან ან წარსულში იყვნენ სპორტსმენები და/ან სპორტის გარკვეულ სახეობაში აქვთ სპორტსმენებთან წვრთნისა და სამუშაო გამოცდილების პროფესიული პრაქტიკა. ამ პროგრამების სასწავლო პროცესში ამდაგვარი ინტეგრაცია ხელს შეუწყობს სპორტში განსხავავებული და კონკრეტული კომპეტენციებითა და  უნარ-ჩვევებით კადრების მოზიდვას.

პროფესიული პროგრამები

ქვეყანაში სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა პროფესიული    პროგრამები:
•    ლაშქრობის გიდი
•    სამთო გიდი

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყო ახალი საგნის-- სპორტის დანერგვა. ფიზიკურ განათლებაში სპორტის ინტეგრაციამ რადიკალურად უნდა შეცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ. თანამედროვე სპორტის გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში მასწავლებელთა ინიციატივისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ფაკულტეტზე შეიქმნა მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა:

•    ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებში (პროგრამის ანოტაცია იხ. http://www.nea.ge/Page.aspx?CID=50&LangID=1)

სასწავლებლად ვიწვევთ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებულია სპორტი, სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია და მიიღოს აკადემიური განათლება, შეძენილი ცოდნა გადასცეს და გაუნაწილოს სხვას, ვისაც სურს, რომ სპორტი გახდეს საყოველთაო და საინტერესო, რადგანაც „სპორტი ყოველი ადამიანის მემკვიდრეობის ნაწილია და მისი უქონლობა ვერასოდეს ვერაფრით კომპენსირდება“ (პიერ დე კუბერტენი).

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სპორტის ფაკულტეტი
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა, ოთახი  № 312
ქ . ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5,
თბილისი, საქართველო, 0162
tel.: 294  61  84
ელ-ფოსტა: unisport@iliauni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.iliauni.edu.ge


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-05-22