საინჟინრო ფაკულტეტი
“სტუდენტობიდან პროფესიონალამდე”
საინჟინრო ფაკულტეტი სტუდენტს მისცემს ფართო ცოდნას არვეულ დარგში, გამოუმუშავებს პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, მოამზადებს კვალიფიციურ კადრს შრომითი ბაზრისთვის.
საინჟინრო ფაკულტეტის მიზანია მეცნიერების თანამედროვე მიღწევების, მეთოდების, ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა.
საინჟინრო ფაკულტეტის ამოცანაა:
სტუდენტმა დაინახოს კავშირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მოღვაწეობას შორის, მიიღოს მულტიდისციპლინალური განათლება, შეასრულოს ინტერდისციპლინალური პროექტები. დაეუფლოს დაუმოუკიდებლად კვლევას, მუშაობას, საკუთარი პროექტის კრიტიკულად შეფასებას.
საინჟინრო ფაკულტეტის მიზანია:
• შექმნას და გაავრცელოს ცოდნა და ხელოვნება კვლევის და მხატვრული გამოსახულების საშუალებით
• ყოველწლიურად გაამდიდროს და სრულყოფილი გახადოს არსებული პროგრამები
• დარწმუნებული იყოს რომ კურსდამთავრებულს ექნება უნარი ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს დროთა განმავლობაში პროფესიულ საქმიანობასთან ერთად
• მიაწოდოს სტუდენტს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია ყველდღე ცვალებად სამყაროში და გლობალურ კულტურაში
• შეძლოს სიახლეების დანერგვა და განხორციელება
საინჟინრო ფაკულტეტის ტექნიკური ბაზა:
• სახელოსნოები
• სალექციო ოთახები
• ლაბორატორიები
• ბიბლიოთეკა
• სამაკეტო სახელოსნო
• კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორია
• კომპიუტერული კლასი