ჰიმნი და გერბი

ჰიმნი

 

                                                                                                გერბის აღწერა

ოთხ ველიანი “ევროპული” ფარი. 

პირველ ლაჟვარდოვან ველზე, ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნია. აღნიშნავს უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტს. წიგნებზე აწერია სამი თავისუფლება, რომლიც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება.

მეორე ველზე დიდი მეწამული, სწორი ჯვარია. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი მეწამულივე ბოლნურ-კაცხური ჯვარია. საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს.

მესამე ველზე, ორი ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლის და ნახევრად მეწამული ფერის გასაღებები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.

მეოთხე - ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველზე, სამი მეწამული და ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან საბა ორბელიანის სახელობის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს.

საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთაა. ბაფთაზე ლათინურად აწერია LIGAMUS, რაც ნიშნავს “ჩვენ ვაერთიანებთ”. ანუ, უნივერსიტეტის მოწოდებას გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს სტუდენტებს და საზოგადოებას.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-05-24