საბავშვო ოთახი

„ლიგამუსში“ ყოველ შაბათს, 11.00-დან 13.00 საათამდე ზღაპრის დღე იმართება. მეზღაპრე ბავშვებს ზღაპრის კითხვის გარდა სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს. საბავშვო ოთახის მომსახურება სრულიად უფასოა ნებისმიერი მსურველისათვის.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ერთად ”ლიგამუსი” ახორციელებს ინკლუზიურ პროექტს ”თეატრალური წრე”. 2010-2011 აკადემიური წლის ბოლოს ილიაუნის თეატრში ”ლიგამუსის თეატრალური წრის” ფარგლებში დაიდგა სპექტაკლი ”პიტერ პენი”.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ლიგამუსის მეზღაპრის ბლოგს, სადაც შეგხვდებათ ზღაპრის დღეების ანონსები, მიმოხილვები და სხვა საინტერესო ინფორმაცია.

მიმაგრებული გალერეა


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-10-20