მიღება ბაკალავრიატში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოდი 010) 2010-2011 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს 4 ფაკულტეტზე:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
  • ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
  • ფაკულტეტი ”საინჟინრო კოლეჯი”
  • სპორტის ფაკულტეტი.

ვრცელი ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე იხილეთ რუბრიკაში: სწავლა/ბაკალავრიატი.

აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვეტენ, აბარებენ 4 გამოცდას: სამი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) ყველასთვის საერთოა, ხოლო მეოთხე გამოცდად შეიძლება ჩააბარონ ნებისმიერი არჩევითი საგანი (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა).

გამონაკლისია სპორტის ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტის პროგრამებზე მოსახვედრად აუცილებელია სპორტული ტურისა და სამი სავალდებულო გამოცდის (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) ჩაბარება. ინფორმაცია ვრცლად სპორტული ტურის შესახებ იხილეთ ფაკულტეტ "სასპორტო კოლეჯის" გვერდზე.

გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა. უცხო ენისთვის ეს არის 20%+1, ხოლო დანარჩენი საგნებისთვის - 25%+1.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე:

http://naec.ge/more.php?id=306&rig_no=118⟨=geo

http://www.naec.ge/more.php?id=332&rig_no=101⟨=geo


 


© 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2010-09-08