ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება - საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილებაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკაში ცხადდება ექვსთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირება - საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილებაში.
თუ გსურს, უფრო ახლოს გაეცნო ილიაუნის ბიბლიოთეკის საქმიანობას და, ზოგადად, საბიბლიოთეკო სფეროს, ჩაერთო მის აქტიურ საქმიანობაში და გახდე მისი გუნდის წევრი - გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენთან.

საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილება

საქმიანობის აღწერა

• მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
• მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
• ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში მკითხველებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა;
• მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
• მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
• მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარების გაწევა;
• სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერისა და ანოტაციის შედგენა;
• ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• მოტივაციის მაღალი დონე
• ინფორმაციის დახარისხების უნარი
• ინტერნეტში ძიების უნარი
• კვლევის უნარი
• პრობლემების გადაჭრის უნარი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
• ერთი უცხო ენის ცოდნა ბაკალავრებისათვის მინიმუმ B1 დონეზე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - B2 დონეზე.
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint.


ძვირფასო სტუდენტებო, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გამოაგზავნოთ:

• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• CV
• სამოტივაციო წერილი - სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს.
• უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

კონკურსის ჩატარების ფორმატი:

შემოსული განაცხადების გადარჩევა პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. შერჩეული პრეტენდენტები 17 თებერვლამდე წერილობით (ელფოსტით) მიიღებენ მოწვევას შემდეგ ეტაპზე.

II ეტაპი - 20 თებერვალი, ტესტირება
III ეტაპი - 24 თებერვალი, გასაუბრება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, 2015 წლის 6 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ ერთ PDF ფაილად.
2. წერილის გრაფაში „subject” აუცილებლად მიუთითეთ სტაჟირება - საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილებაში.
3. საკონკურსო განაცხადი გადმოგზავნილი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ელფოსტიდან.
შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პირობიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, არ მოხდება კანდიდატურის განხილვა!!!

დატვირთვა:

ვითვალისწინებთ რა გარემოებას, რომ ლექციები სხვადასხვა დროს მიმდინარეობს, გრაფიკი იქნება მაქსიმალურად მორგებული სტუდენტზე, ბიბლიოთეკის სამუშაო საათების გათვალისწინებით.

ანაზღაურება:

ანაზღაურება - საათობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სტაჟირების ხანგრძლიობა: სტაჟირება დაიწყება 1-ლ მარტს და დასრულდება 1-ლ სექტემბერს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე library@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს.

ბანერები