ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
       
   


2009 წლის ბაკალავრების უნივერსიტეტის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი

2შაბათს, 27 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლის ბაკალავრიატის დამთავრების ცერემონიალი გაიმართა. 2009 წლის ბაკალავრების გამოშვება პირველი თაობაა, რომელიც უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოხვდა. საზეიმო შეხვედრა გახსნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიგი თევზაძემ: ”უყურეთ სამყაროს კრიტიკულად, ეძებეთ ლოგიკური კავშირები, დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება თანმიმდევრულად, და იქნებით წარმატებულები... თქვენ საკმარისი განათლება მიიღეთ იმისათვის, რომ სწორი და გაბედული კითხვების დასმა შეგეძლოთ...”
 

ფოტოგალერეა  

სრულად

პირველად ჩვენს უნივერსიტეტში: ჯაზის და პოპულარული მუსიკის კონცერტი

1ამ წლის 22 ივნისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დიდი წარმატებით ჩაიარა ჯაზის და პოპულარული მუსიკის საღამომ. საღამო ჩვენი უნივერსიტეტის ახალი მუსიკის ცენტრის დაარსების აღნიშვნას და სტუდენტებში ჯაზის მაღალი ხელოვნების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
კონცერტში მონაწილეობდა მთელი რიგი ქართველი ჯაზ-მუსიკოსებისა 12-13 წლის ასაკიდან გამოცდილ პროფესიონალებამდე. კონცერტში წარმოდგენილი იყვნენ ჯგუფები «JT», «Groovers», «Con-Fusion», ვოკალური კვინტეტი «Inten», და თბილისის სამუსიკო კოლეჯის ანსამბლი; ასევე სოლისტები ირინე ებრალიძე, ირაკლი კვანჭიანი, ვაჟა მანია და სხვები.

 

 

სრულად

ახალი ამბები

ინტერნეტ გაზეთის გამოწერა

ინტერნეტ გაზეთის არქივი
 
 
 
 
 
ივლისი 2009
ორსაოთხუპაშაკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031